იმდროინდელი საერთაშორისო ვითარება თურქ-სელჩუკებსა და საქართველოს სახელმწიფოს აშკარად უპირისპირებდა ერთმანეთს. ყველაფრიდან ცხადი იყო, რომ ეს ძლიერი წინააღმდეგობა დღეს თუ ხვალ იარაღით უნდა გადაწყვეტილიყო. მაგრამ საიმდღისო ამოცანად იგი საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ განდევნილ და შევიწროებულ თურქთა და ქალაქების — თბილისის, დმანისისა და განჯის თავკაცთა ელჩობამ აქცია. ამან დააჩქარა კოალიციური ლაშქრის შექმნა და დიდგორის ბრძოლაც. ყველა ძველი ისტორიკოსის (დავითის ისტორიკოსი, მათე ურჰაელი, ალ-ფარიკი) მოწმობით, დავითის მიერ აწიოკებულმა თურქმანებმა და აღნიშნული ქალაქების მმართველი ზედაფენის წარმომადგენლებმა მწუხარების ნიშნად შავად ხელპირშეღებილებმა, ტანსაცმელშემოფლეთილებმა და თავზე ნაცარდაყრილებმა გადაწყვიტეს „მათ ზედა მოწევნულნი ყოველნი ჭირნი“ მოეთხროთ და დახმარება ეძიათ ძლიერ მაჰმადიან მფლობელებს შორის. ეს ელჩობა, დავითის ისტორიკოსის ცნობების მიხედვით, 1121 წლის აპრილ-მაისში შემდგარა.
ვეყანაში ამირა ხაზისთან არდუხის ძესთან და დიდი ტირილით უამბობდნენ მას... ხოლო მან თავისი ძლიერებისა და ზვიადობის გამო ბრძანა შეკრებილიყო თავისი ჯარების სიმრავლე“.
მათე ურჰაელის მიერ მოხსენიებული სულთანი მელიქი უნდა იყოს დავითის ისტორიკოსის მიერ კოალიციური ლაშქრას მონაწილედ მოხსენიებული და სულთნის ძედ მიჩნეული მელიქი. ასე რომ, მათეს ცნობით, თბილელთა და სხვათა წარმომადგენელთა ერთ ნაწილს, უწინარეს ყოვლისა, განძაში მყოფი მალიქისათვის მიუმართავს, ხოლო მეორე ნაწილს — ამირა ღაზისათვის, არდუხის ძისათვის. მათე ურჰაელის ღაზი არდუხის ძე იგივეა, რაც სხვა წყაროების ილღაზი არდუხის ძე.
განსხვავებულ ცნობას იძლევა აგრეთვე ალ-ფარიკიც, რომლის მიხედვითაც, „თბილისის ხალხი წავიდა ნაჯმ-ად-დინ-ილღაზთან და სთხოვა მას მოსულიყო და ჩაებარებინა ქალაქი“. ლაშქრობის მთავარ ინიციატორად ილღაზს მიიჩნევს გოტიეც. მართალია, ზემომოტანილ ცნობათა შორის ერთგვარი წინააღმდეგობაა, მაგრამ ეს ადვილად ასახსნელია და ამ ცნობათა ურთიერთ შეთანხმებაც მოსახერხებელია.
როგორც ირკვევა, უპირატესობა ამ შემთხვევაში ქართულ წყაროს, დავითის ისტორიკოსს, უნდა მიენიჭოს. ცხადია, უფრო სარწმუნოა, რომ თბილისისა და სხვა წარმომადგენლებს უშუალოდ სულთნისათვის მიემართათ, ვიდრე განძის მფლობელ მალიქის — ტაფარის ძისათვის, ან კიდევ ილღაზისათვის, რომელიც, მართალია, სახელგანთქმულ მეომრად იყო მიჩნეული, მაგრამ მაჰმადიან მფლობელებში ისეთი გავლენა ვერ ექნებოდა, როგორიც თვით სულთანს. ამას გარდა, სწორედ სულთანი შეიძლებოდა ყოფილიყო კოალიციური (გაერთიანებული) ლაშქრის შემდგენელი. მას ექნებოდა უფლება სხვადასხვა მაჰმადიან მფლობელთა მოწოდებისა და ერთი დროშის ქვეშ მათი თავმოყრისა.
ამრიგად, უდავოა, რომ თბილისის მოსახლეობის წარმომადგენლებმა დახმარება, უპირველეს ყოვლისა, სთხოვეს სულთანს, ერაყის სელჩუკიანთა იმდროინდელ გამგებელს მაჰმუდ მოჰამედის ძეს (1117-1131 წწ.).[6] სწორეს ის იყო მაჰმადიანთა ლაშქრის საქართველოზე თავდასხმის ორგანიზატორი. ყურადსაღებია აგრეთვე დავითის ისტორიკოსისა და მათე ურჰაელის ცნობები, რომელთა მიხედვით, თბილისელთა წარმომადგენლები არ დაკმაყოფილებულან მხოლოდ სულთანთან მისვლით და სხვა მაჰმადიან მფლობელებთან „ყოველ სპარსეთსა“ თუ „არაბთა ოლქებში“ თვით უშუალოდ გაუმართავთ მოლაპარაკება.[6]
ადვილი ასახსნელია ალ-ფარიკისა და გოტიეს მცირე უზუსტობაც, როცა ისინი ამ საქმის მთავარ ინიციატორად ილღაზს მიიჩნევენ; როგორც ჩანს, ალ-ფარიკიმ და გოტიემ თბილელთა ელჩობის შედეგად საქართველოსაკენ დაძრული კოალიციური ლაშქრობის სათავეში მყოფი ილღაზი ჩათვალეს იმ პიროვნებად, რომელსაც „თბილისის ხალხმა“ დიდგორის ბრძოლის წინ მიმართა თხოვნით.[6]
სულთან მაჰმუდ მოჰამედის ძე მაშინვე გამოეხმაურა თბილისელთა თხოვნას და სასწრაფოდ დიდი ლაშქრის ორგანიზაციის თადარიგი დაიჭირა. მან მაჰმადიან მფლობელთა ერთ ნაწილს მოუწოდა, ხოლო მეორეთ უბრძანა: „ვინც კი სადმე იყო დამასკო და ალეპოდან მოკიდებული, ყველას, მოლაშქრეობის შემძლებელს“ მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს წინააღმდეგ ომში.
. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, მტრის ჯარი 300 000 მეომრისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი.[9] ასეა თუ ისე, ყველა მონაცემიდან სავსებით აშკარაა, რომ დიდგორის ველზე, რიცხობრივი რაოდენობის მახედვით, არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს. ამაზე ერთხმად მიუთითებს ყველა წყარო, როგორც ქართულ-სომხურ-ლათინური, ასევე თვით არაბულიც.
არ არსებობს არავითარი ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლება ამ გადამწყვეტი ბრძოლისათვის, მაგრამ, ცხადია, მას არ გამოეპარებოდა სულთნასა და სხვა მაჰმადიან მფლობელთა მიერ მთელი 4-5 თვის მანძილზე გატარებული ღონისძიებანი. ამიტომაც იყო, რომ დავით აღმაშენებელი და მისი ლაშქარი სავსებით მზად იყო ბრძოლის მისაღებად.[3]
გოტიეს სიტყვით, „მეფე დავით ოთხმოცი ათასი... მეომრით.... იდგა ერთ ხეობაში - ორს მთას შორის მდებარე დაბურულ ტყეში“. როგორც მტრის, ისე ქართველთა ლაშქრის რაოდენობა გოტიეს გაზვიადებულად უნდა ჰქონდეს მოცემული. ამ მხრივ უფრო სარწმუნო ჩანს სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი, რომელიც არა მარტო ლაშქრის რაოდენობის, თვით მისი შემადგენლობის შესახებაც ფრიად საინტერესო ცნობებს იძლევა. დავით მეფე, წერს მათე ურჰაელი, ბრძოლის ველზე „მივიდა თურქთა ჯარების წინააღმდეგ ორმოცი ათასი ძლიერი და გულადი კაცით და გამოცდილი მეომრით. მას ჰყავდა სხვა ჯარებიც ყივჩაღთა მეფისაგან, თხუთმეტი ათასი გულადი და რჩეული, ხოლო ალანთა ტომისაგან ხუთასი კაცი და ფრანგი ასი“. ასე, რომ დავით აღმაშენებლის ლაშქრის რაოდენობა, ამ ცნობის მიხედვით, 56 000-იც კი არ ყოფილა.[3]
ყურადღებას იქცევს თვით ლაშქრის შედგენილობა; როგორც ჩანს, მეომართა ძირითადი ნაწილი მეფეს საკუთრივ ქართველებისაგან შეუდგენია: ორმოცი ათასი ძლიერი და გამოცდილი მოლაშქრე „სამეფო სპის“ ნაწილს შეადგენდა და ცხადია, საკუთრივ ქართველებისაგან იყო შედგენილი. მიუხედავად იმისა, რომ დავით აღმაშენებელს ყივჩაყთა 40 000-იანი მუდმივი ლაშქარი ჰყავდა, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში მას მხოლოდ 15 000 ყივჩაყი გამოუყვანია და ეს შემთხვევითი არ იყო. როგორც ჩანს, მეფე ძირითად საყრდენ ძალად ისევ „სამეფო სპას“, ქართველთა ლაშქარს თვლიდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთ გადამწყვეტ ბრძოლასთან ჰქონდა საქმე. თურქთა წინააღმდეგ მართლაც მხოლოდ რჩეული, უკვე ყოველმხრივ მისანდობ ყივჩაყთა გამოყვანა თუ შეიძლებოდა.[11]
დიდგორის ბრძოლა.
ამგვარად ქართველმა მოლაშქრეებმა,დავით აღმაშენებელმა,1121 წლის 12 აგვისტოს მუსლიმურ კოალიციურ ჯარებთან გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მიიღეს.დიდგორთან გამარჯვებას ფართომაშტაბის საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა.მემატიანეებმა ამ გამარჯვებას ''ძლევაი საკვირველი'' უწოდეს.
კოალიციური ლაშქრის რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ისტორიკოსთა ციფრობრივი მონაცემები გვხვდებდა.ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა,რომ მტრის ლაშქარი დიდგორის ბრძოლისას 300 000 მეომრისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი.
რამდენი მოლაშქრე გამოიყვანა დავით აღმაშენებელმა?გოტიეს ცნობით დავით აღმაშენებელი 80 000 მხედრით გავიდა საბრძოლველად.ეს მონაცემები გაზვიადებულია უფრო დასაჯერებელია მატთეოს ურჰაეცის ცნობა,რომლის მიხედვითაც დავით ათმაშენებელს ბრძოლის ველზე გამოუყვანია 55 600 მოლაშქრე.აქედან 40 000 ქართველი,15 000 ყივჩაღი, 500 ალანი,100 ევროპელი მეომარი.,როგორც ხედავთ უმრავლესობა (ორ მესამედზე მეტია)შემთხვევითი არ არის,რომ გადამწყვეტ მომენტში ქართული ლაშქრის ძირითად ძალას ქართველები წამოადგენდნენ...
კოალიციური ლაშქრის რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ისტორიკოსთა ციფრობრივი მონაცემები გვხვდებდა.ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა,რომ მტრის ლაშქარი დიდგორის ბრძოლისას 300 000 მეომრისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი.
რამდენი მოლაშქრე გამოიყვანა დავით აღმაშენებელმა?გოტიეს ცნობით დავით აღმაშენებელი 80 000 მხედრით გავიდა საბრძოლველად.ეს მონაცემები გაზვიადებულია უფრო დასაჯერებელია მატთეოს ურჰაეცის ცნობა,რომლის მიხედვითაც დავით ათმაშენებელს ბრძოლის ველზე გამოუყვანია 55 600 მოლაშქრე.აქედან 40 000 ქართველი,15 000 ყივჩაღი, 500 ალანი,100 ევროპელი მეომარი.,როგორც ხედავთ უმრავლესობა (ორ მესამედზე მეტია)შემთხვევითი არ არის,რომ გადამწყვეტ მომენტში ქართული ლაშქრის ძირითად ძალას ქართველები წამოადგენდნენ...
No comments:
Post a Comment