ბიოგრაფია და კულტურა
წარსული წარსულში არ კვდება. შეუვალი კანონის ნებით
წნაპრებისგან შთამომავლობას გადაეცემა განუწყვეტელი ერთიანობის განცდა დსმივე დროს
თავის თავში რომ იქცევს.
სწორედ დავით
აღმაშენებელთან დაკავშირებით წერდა ილია ჭავჭავაძე : ,, არ ვიცი სხვა როგორ ფიქრობს
მაგრამ ჩვენ კი ასე გვგონია რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება როცა ერტი
თავის საუბედუროდ თავის ისტორიას დაივიწყებს’’
1089 წელს გიორგი მეორემ საქართველოს სამეფო ტახტი დაულოცა
თავის მემკვიდრეს 16 წლის დავითს არაერთი მოსაზრება გამოუთქვამთ ამ ფაქტის გარშემო
არაერთგზის აუწონ დაუწონიათ ამ გადაწყვეტილების
საიდუმლო მწერლობასა და ისტორიულ მეცნიერებაში იგი მუდამ ,,განჩხრეკის’’ საგანი გახლდათ
ყოველ მოსაზრებას თავისი საფუძველი აქვს მატი შეჯერება შეფასება სხვა რიგის საკითხია
მაგრამ ამ მოსაზრებებისაგან წაქეზებულმა შეიძლება ერთი ვარაუდი გააღრმავო’’ მეფე გიორგიმ
და პროგრესულმა ადამიანებმა მთელი არსებით იგრძნეს რომ საქართველოს მომავლის ასაშენებლად
საჭირო იყო სულ სხვა წყობის პიროვნება ისიც აშკარად დაინახეს რმო ეს პიროვნება მათ
წინაშე იდგა. იდგა, თითქოს საგანგებოდ მოვლენილი მათ უფლისწულში შენიშნეს თვისებები
რომელთა წინაშეგიორგი მეფის ღირსებები ფერმკრთალდებოდა.
როგორც ვხედავთ დავით ბაგრატიონი ურთულეს დროს ავიდა
ტახტზე ძნელად წარმოსადგენია უარესი მდგომარეობა : სამეფო თითქმის აღარ არსებობდა ხალხი
გაუჟლეტიათ გადარჩენილები მთებსა და ღრეებში გახიზნულან ფაქტობრივად დავით მეფე ნანგრევებიდან
იწყებდა ქვეყნის შენებას. ქართულ ისტორიოგრაფიაში
ფეხმოდებულია შეხედულება თითქოს დავით აღმაშენებელს
ერთგვარად გაუიოლა მდგომარეობა მალიქ შაჰის სიკვდილმა და ანტიოქიისა და იერუსალიმსი
არებამ ფრანგების მიერ ცხადია საერთაშორისო მდგომარეობა მოქმედებს ამა თუ იმ ქვეყნის
პოლიტიკიურ ცხოვრებაზე ან უმსუბუქებს ტვირთს მაგრამ ჩვენთვის კარგად არის ცნობილი თურქ
სელჩუკების შემოსვლა დაბანაკება და დაჟინებული მიწყდომა საქართველოზე
ტახტზე ასვლისთანავე
დავითი შეუდგა თავისი მიზნების განხორციელებას მან შესანიშნავად იცოდა როგორ დაეწყო
მისი მეფობის დასაწყისი ფაქტობრივად დიდი ხელოვნება იყო ქვეყნის მდგომარეობა კარნახობდა
უმალ მოეკრიბა ლაშქარი დატაკებოდა მტერს ეღვარა სისხლი მაგრამ დიდი პროგრამა მოითხოვდა
და პოულობდა კიდეც მისი განხორციელების უჭკვიანეს ჩანაფიქრს.
ვახუშტი ბაგრატიონი საგანგებოდ მიუთითებს ,, ხოლო მეფესა
დავითს ამისთვისა ეწოდა აღმაშენებელი რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ იყო ქუეყანათა ესე სრულიად
ოხერი ამან განავსნა და აღაშენა რომელ აღარა ეტეოდა ამით რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე
ღვთისა გლახაკთ და ობოლთა მოწყალე ეკლესიათა და ქსენონთა მაშენებელი.
გელათის მონასტერში ფრესკაზე დავით მეფეს ცალ ხელში
ტაძრის მაკეტი უჭირავს ასე გამოხატა მადლოერმა ერმა თავისი უდიდესი მეფე მან ხაზი გაუსვა
თით დავითის მოღვაწეობაში უმთავრესს მშვიდობის წყურვილს და ღმერთის სადიდებელი ტაძრების
შენების მიზანს. მეფემ ქუთაისის ახლოს ააგო გელათი გადმოცემით იგი უზარმაზარ ლოდებს ერკინებოდა ეს
დიდი შრომა ლეგენდებად შემორჩა შთმმომავლობას. გელათში დაფუძნდა აკადემია რომელიც მიზნად
ისახავდა ქართველი ხალხის სულიერი ენერგიის მთლიანად გამონათებას და მსოფლიო ცივილიზაციისუძელეს
წერტილებთნ არამარტო გათნაბრებას არამედ გადამეტებასაც კი! უცხოეთშიც ასევე აშენებულა მონასტრები სინასმთაზე ახალი მონასტერი აღიმართა დავითის დროს
დავითისვე ხელმძღვანელობით
გელათის აშენებაში
ჩდებული დიდი აზრი გარკვევითაა გამოკვეთილი იმ სისტემატიურ ზრუნვაში რაზეც მიგვითითებს
ივანე ჯავახიშვილი უცხოეთში აშენებული ქართული კულტურის კერები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს
აღმშენებლობით და კულტურული მისიის გაძლიერების აუცილებელ მიზნებს იგი ერის მიზანია.
დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გასაძლიერებლად პოლიტიკური
ქორწინებებიც გამოიყენა მისი ერთი ასული კატაი საბერძნეთის მეფის რძლად გვევლინება მეორე თამარი კი შარვანის დედოფლად
იჯდა ერთი დასავლეთს აკავშირებდა საქართველოს ბედთან მტკიცედ მეორე კი აღმოსავლეთში განამტკიცებდა პოზიციებს. დავითი მუდამ ითალისწინებდა
საქართველოს გეოგრაფიულ პოზიციებს რაც მას ისტორიულ და პოლიტიკურ პოზიციად ექცა ამავ
დროს ორივე მხრიდან შეიქმნა დასაყრდენი თავად დავითს ყივჩაღთა მეფის ათრაღას ასული
ესვა ცოლად ცხადია ეს ქორწინებაც პოლიტიკურ არს გულისხმობდა
უფლისწული დემეტრე კი მამის დიად საქმეებს ემსახურება
მას შეუძ₾ია დამოუკიდებლად მართოს ოპერაციები
უფლისწულის აღზრდის კულტურა შორეული წარსულიდან წამოიჭრება მას ბავშვობიდანვე
საგანგებოდ ამზადებდნენ ძლევამოსილ მეფეს ერთი წამითაც არ დავიწყნია რომ საქართველოს
მომავალს ზრდიდა დემეტრეს სახით. ყოველ მის ნაბიჯს ადევნებდა თვალს ორმოცი წლისას უკვე იმდენად მოწიფული ვაჟი ჰყავდა
რომ მას ანდო გამგზავრება შარვანში სადაც მან დიდ გამარჯვებას მიაღწია.
დავით აღმაშენებელს
თავისი თავი „უსწავლელ“, და „მხედრობათა შინა აღზრდილ“ კაცად მიაჩნდა,
თუმცა სინამდვილეში იგი ნასწავლი და განათლებული ადამიანი იყო; მეფე სხვა
საერო მეცნიერებებთან ერთად, ვარსკვლავთ-მრიცხველობის მცოდნე ყოფილა. ერთს თავის
თხზულებაში დიდებული გვირგვინოსანი ამბობს: „ზენასა მოძრაობისა ასურასტანელი ზმნობა და
ცთომილთა ვარსკვლავთა და უცთომელთა კრება და განყრა, სვე და ბედი და შობის დღე“ ვიციო.
იგი მთელს თავის
თავისუფალს დროს სიკვდილამდე წიგნების კითხვას და გონებრივ მუშაობას ანდომებდა. კითხვა
ფიქრი იყო „მისსა საზრდელ შვება და განცხრომა, საწვრთნელ და სარგებელ“. დიდებულ
მეფისათვის წიგნები აუცილებელი სულიერი საზრდო იყო; „შემდგომად სერობისა ნაცვლად ძილისა
ანუ სხვასა რასამე საქმისა“ ჩვეულებად ჰქონდა „კითხვა წიგნთა“; ამასთანავე წიგნები
ყველგან თან დაჰქონდა ხოლმე „დღე და ღამე მიმოსვლათა შინა მიმდებთა, ლაშქრობათა მოუწყენელთა,
შრომათა განუსვენებელთა წიგნები ეტვირთა სიმრავლესა ჯორთა და აქლემთასა და, სადა გარდახდის
ჰონესა, პირველ ყოვლისა წიგნი მოჰქონდათ ხელითა“. ნადირობის დროსაც - კი საკითხავი
წიგნები თან ჰქონია.
არამცთუ ქართული
საერო მწერლობა, არამედ მან „საღმრთონი წერილნი“-ც... „მდიდრად შეიკრიბა რაოდენნი იპოვა
გარდამოღებულად ენასა ქართულსა სხვათა ენათაგან ძველნი და ახალნი ვითარცა სხვამან პტოლემეოს“
და სტკბებოდა მათის კითხვით. გასაოცარი ეს არის, რომ დავით აღმაშენებელს საუცხოვოდ
შესწავლილი ჰქონია მარტო ქართული მწერლობა კი არა, არამედ მაჰმადიან მეცნიერთა და პოეტების
თხზულებებიც.
დავით აღმაშენებელს ჩვეულებად ჰქონია, წიგნს
რომ წასაკითხავად აიღებდა თურმე, „რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასვის ბოლოსა წიგნისასა“
და ამ ნიშნების მიხედვით შეიძლებოდა ადამიანს გამოერკვია ან რომელი წიგნი, ან რამდენჯერ
ჰქონდა წაკითხული. ზოგიერთი თხზულება, რომელიც უფრო საგულისხმიეროდ მიაჩნდა, თურმე
რამდენჯერმე ჰქონია გადაკითხული და შესწავლილი. დავითის ისტორიკოსი მოგვითხრობს
რომ მეფის ერთ-ერთი საყვარელი წიგნი „წიგნი სამოციქულო“ იყო და მას, ისტორიკოსს,
ამ წიგნის ბოლოში დასმული ნიშნები ერთხელ დაუთვლია და გამორკვეულა, რომ „მოქცევასა
წელიწადისა“, ერთს წელიწადში მეფეს ეს თხზულება თურმე „ოცდაოთხჯერ წაეკითხა“. როდესაც
თვითონ დაიღლებოდა და „თვალნი დაშურნიან, სასმენელნი ანაცვალნის“ და სხვას გადასცემდა
ხოლმე ხმა-მაღლა წასაკითხავად.
საგულისხმიეროა,
დავით აღმაშენებელი წიგნების კითხვას გასართობად - კი არა სთვლიდა, არამედ წანაკითხს
უფიქრდებოდა და აკვირდებოდა, ხოლო როდესაც სხვას აკითხებდა ხოლმე, მაშინ „ფრიადცა ფრთხილად
ისმენენ წინაშე თვისსა მკითხველისასა, გამოეძიებდენ, ჰკითხვენ და უფროს-ღა თვით განმარტებენ
ძალსა დ სიღრმესა“ წაკითხულისასა; საუბარი და კამათი, მსჯელობა და განმარტება თან სდევდა
მეფის ამ მაღალს გონებრივს სამუშაოს.
ქართველი მეომარნი დავით აღმაშენებელს „ფრიად აბრალებდეს“
რომ მეფეს ასე თავდავიწყებამდე უყვარდა წიგნების კითხვა და მუდამ კითხვით იყო გართული,
მაგრამ მის მაბრალობელთ ვერ გაეგოთ დიდებული მეფის გულის წადიერებანი და მაღალის სულის
კრთომანი. ჩვენს გვირგვინოსანს განსაკუთრებით საისტორიო თხზულებების კითხვა ჰყვარებია,
რომლებშიაც „გარდასულთა საქმეთა და პირველყოფილთა მეფეთა შემთხვეულნი“ ამბები
იყო მოთხრობილი. ამ საისტორიო თხზულებებში
არაბი ისტორიკოსის — იბნ-ალ-ჯაუზის ცნობით, დავით მეფე თავის შვილთან — დემეტრესთან ერთად პარასკევობით მეჩეთში დადიოდა, ლოცვას ესწრებოდა და წასვლისას დიდძალ ფულს სწირავდა. დავით აღმაშენებელმა მქადაგებლებს, სუფიებსა და ასკეტებს სასახლეები აუშენა. თუკი მაჰმადიანი თბილისიდან წასვლას დააპირებდა, მას
სამგზავრო ფული ეძლეოდა. იბნ-ალ-ჯაუზი დაასკვნის, რომ საქართველოს მეფეები „მაჰმადიანებს უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობოდნენ, ვიდრე თვით მუსლიმანთა ხელმწიფენი“
1125 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 24 იანვარს), ორმოცდაცამეტი წლის ასაკში, გარდაიცვალა საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელი. მემატიანის გადმოცემით, მეფეს დიდხანს არ უავადმყოფია. 1124 წლის შემოდგომაზე მან შირვანი შემოიმტკიცა და
იქაური საქმეები განაგო. ზამთარი საქართველოში გაატარა, სადაც უეცრად შეუძლოდ შეიქნა და გარდაიცვალა
მეფემ გარდაცვალების წინ
მიიღო საოცარი გადაწყვეტილება — მან ანდერძად დატოვა, რომ გელათის მონასტრის მთავარ კარიბჭეში დაეკრძალათ, რათა ყველა მომლოცველს მის
საფლავზე დაედგა ფეხი. საფლავის ქვა ტაძრის (ამჟამად ეს შესასვლელი გაუქმებულია, ვინაიდან მონასტერში მისასვლელი გზა
სხვა მხრიდანაა მოწყობილი) შესასვლელში ისეა დადებული, რომ ყველა შემსვლელი იძულებულია მასზე გაიაროს. ლოდს მხოლოდ ერთი წარწერა ამშვენებს — „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე; ესე
მთნავს: აქა დავემკვიდრო მე“. დავითის წმინდანად შერაცხვის შემდეგ მისი ნაწილები მთავარი ტაძრის საკურთხეველში უნდა გადაესვენებინათ
No comments:
Post a Comment