Monday, March 20, 2017

დიდგორის ბრძოლა

                                                           ქართველი ჯარისკაცი დიდგორის ველზე


იმდროინდელი საერთაშორისო ვითარება თურქ-სელჩუკებსა და საქართველოს სახელმწიფოს აშკარად უპირისპირებდა ერთმანეთს. ყველაფრიდან ცხადი იყო, რომ ეს ძლიერი წინააღმდეგობა დღეს თუ ხვალ იარაღით უნდა გადაწყვეტილიყო. მაგრამ საიმდღისო ამოცანად იგი საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ განდევნილ და შევიწროებულ თურქთა და ქალაქების — თბილისისდმანისისა და განჯის თავკაცთა ელჩობამ აქცია. ამან დააჩქარა კოალიციური ლაშქრის შექმნა და დიდგორის ბრძოლაც. ყველა ძველი ისტორიკოსის (დავითის ისტორიკოსი, მათე ურჰაელიალ-ფარიკი) მოწმობით, დავითის მიერ აწიოკებულმა თურქმანებმა და აღნიშნული ქალაქების მმართველი ზედაფენის წარმომადგენლებმა მწუხარების ნიშნად შავად ხელპირშეღებილებმა, ტანსაცმელშემოფლეთილებმა და თავზე ნაცარდაყრილებმა გადაწყვიტეს „მათ ზედა მოწევნულნი ყოველნი ჭირნი“ მოეთხროთ და დახმარება ეძიათ ძლიერ მაჰმადიან მფლობელებს შორის. ეს ელჩობა, დავითის ისტორიკოსის ცნობების მიხედვით, 1121 წლის აპრილ-მაისში შემდგარა.
ვეყანაში ამირა ხაზისთან არდუხის ძესთან და დიდი ტირილით უამბობდნენ მას... ხოლო მან თავისი ძლიერებისა და ზვიადობის გამო ბრძანა შეკრებილიყო თავისი ჯარების სიმრავლე“.
მათე ურჰაელის მიერ მოხსენიებული სულთანი მელიქი უნდა იყოს დავითის ისტორიკოსის მიერ კოალიციური ლაშქრას მონაწილედ მოხსენიებული და სულთნის ძედ მიჩნეული მელიქი. ასე რომ, მათეს ცნობით, თბილელთა და სხვათა წარმომადგენელთა ერთ ნაწილს, უწინარეს ყოვლისა, განძაში მყოფი მალიქისათვის მიუმართავს, ხოლო მეორე ნაწილს — ამირა ღაზისათვის, არდუხის ძისათვის. მათე ურჰაელის ღაზი არდუხის ძე იგივეა, რაც სხვა წყაროების ილღაზი არდუხის ძე.
განსხვავებულ ცნობას იძლევა აგრეთვე ალ-ფარიკიც, რომლის მიხედვითაც, „თბილისის ხალხი წავიდა ნაჯმ-ად-დინ-ილღაზთან და სთხოვა მას მოსულიყო და ჩაებარებინა ქალაქი“. ლაშქრობის მთავარ ინიციატორად ილღაზს მიიჩნევს გოტიეც. მართალია, ზემომოტანილ ცნობათა შორის ერთგვარი წინააღმდეგობაა, მაგრამ ეს ადვილად ასახსნელია და ამ ცნობათა ურთიერთ შეთანხმებაც მოსახერხებელია.
როგორც ირკვევა, უპირატესობა ამ შემთხვევაში ქართულ წყაროს, დავითის ისტორიკოსს, უნდა მიენიჭოს. ცხადია, უფრო სარწმუნოა, რომ თბილისისა და სხვა წარმომადგენლებს უშუალოდ სულთნისათვის მიემართათ, ვიდრე განძის მფლობელ მალიქის — ტაფარის ძისათვის, ან კიდევ ილღაზისათვის, რომელიც, მართალია, სახელგანთქმულ მეომრად იყო მიჩნეული, მაგრამ მაჰმადიან მფლობელებში ისეთი გავლენა ვერ ექნებოდა, როგორიც თვით სულთანს. ამას გარდა, სწორედ სულთანი შეიძლებოდა ყოფილიყო კოალიციური (გაერთიანებული) ლაშქრის შემდგენელი. მას ექნებოდა უფლება სხვადასხვა მაჰმადიან მფლობელთა მოწოდებისა და ერთი დროშის ქვეშ მათი თავმოყრისა.
ამრიგად, უდავოა, რომ თბილისის მოსახლეობის წარმომადგენლებმა დახმარება, უპირველეს ყოვლისა, სთხოვეს სულთანს, ერაყის სელჩუკიანთა იმდროინდელ გამგებელს მაჰმუდ მოჰამედის ძეს (1117-1131 წწ.).[6] სწორეს ის იყო მაჰმადიანთა ლაშქრის საქართველოზე თავდასხმის ორგანიზატორი. ყურადსაღებია აგრეთვე დავითის ისტორიკოსისა და მათე ურჰაელის ცნობები, რომელთა მიხედვით, თბილისელთა წარმომადგენლები არ დაკმაყოფილებულან მხოლოდ სულთანთან მისვლით და სხვა მაჰმადიან მფლობელებთან „ყოველ სპარსეთსა“ თუ „არაბთა ოლქებში“ თვით უშუალოდ გაუმართავთ მოლაპარაკება.[6]
ადვილი ასახსნელია ალ-ფარიკისა და გოტიეს მცირე უზუსტობაც, როცა ისინი ამ საქმის მთავარ ინიციატორად ილღაზს მიიჩნევენ; როგორც ჩანს, ალ-ფარიკიმ და გოტიემ თბილელთა ელჩობის შედეგად საქართველოსაკენ დაძრული კოალიციური ლაშქრობის სათავეში მყოფი ილღაზი ჩათვალეს იმ პიროვნებად, რომელსაც „თბილისის ხალხმა“ დიდგორის ბრძოლის წინ მიმართა თხოვნით.[6]
სულთან მაჰმუდ მოჰამედის ძე მაშინვე გამოეხმაურა თბილისელთა თხოვნას და სასწრაფოდ დიდი ლაშქრის ორგანიზაციის თადარიგი დაიჭირა. მან მაჰმადიან მფლობელთა ერთ ნაწილს მოუწოდა, ხოლო მეორეთ უბრძანა: „ვინც კი სადმე იყო დამასკო და ალეპოდან მოკიდებული, ყველას, მოლაშქრეობის შემძლებელს“ მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს წინააღმდეგ ომში.
ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, მტრის ჯარი 300 000 მეომრისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი.[9] ასეა თუ ისე, ყველა მონაცემიდან სავსებით აშკარაა, რომ დიდგორის ველზე, რიცხობრივი რაოდენობის მახედვით, არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს. ამაზე ერთხმად მიუთითებს ყველა წყარო, როგორც ქართულ-სომხურ-ლათინური, ასევე თვით არაბულიც.
    არ არსებობს არავითარი ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლება ამ გადამწყვეტი ბრძოლისათვის, მაგრამ, ცხადია, მას არ გამოეპარებოდა სულთნასა და სხვა მაჰმადიან მფლობელთა მიერ მთელი 4-5 თვის მანძილზე გატარებული ღონისძიებანი. ამიტომაც იყო, რომ დავით აღმაშენებელი და მისი ლაშქარი სავსებით მზად იყო ბრძოლის მისაღებად.[3]
გოტიეს სიტყვით, „მეფე დავით ოთხმოცი ათასი... მეომრით.... იდგა ერთ ხეობაში - ორს მთას შორის მდებარე დაბურულ ტყეში“. როგორც მტრის, ისე ქართველთა ლაშქრის რაოდენობა გოტიეს გაზვიადებულად უნდა ჰქონდეს მოცემული. ამ მხრივ უფრო სარწმუნო ჩანს სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი, რომელიც არა მარტო ლაშქრის რაოდენობის, თვით მისი შემადგენლობის შესახებაც ფრიად საინტერესო ცნობებს იძლევა. დავით მეფე, წერს მათე ურჰაელი, ბრძოლის ველზე „მივიდა თურქთა ჯარების წინააღმდეგ ორმოცი ათასი ძლიერი და გულადი კაცით და გამოცდილი მეომრით. მას ჰყავდა სხვა ჯარებიც ყივჩაღთა მეფისაგან, თხუთმეტი ათასი გულადი და რჩეული, ხოლო ალანთა ტომისაგან ხუთასი კაცი და ფრანგი ასი“. ასე, რომ დავით აღმაშენებლის ლაშქრის რაოდენობა, ამ ცნობის მიხედვით, 56 000-იც კი არ ყოფილა.[3]
ყურადღებას იქცევს თვით ლაშქრის შედგენილობა; როგორც ჩანს, მეომართა ძირითადი ნაწილი მეფეს საკუთრივ ქართველებისაგან შეუდგენია: ორმოცი ათასი ძლიერი და გამოცდილი მოლაშქრე „სამეფო სპის“ ნაწილს შეადგენდა და ცხადია, საკუთრივ ქართველებისაგან იყო შედგენილი. მიუხედავად იმისა, რომ დავით აღმაშენებელს ყივჩაყთა 40 000-იანი მუდმივი ლაშქარი ჰყავდა, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში მას მხოლოდ 15 000 ყივჩაყი გამოუყვანია და ეს შემთხვევითი არ იყო. როგორც ჩანს, მეფე ძირითად საყრდენ ძალად ისევ „სამეფო სპას“, ქართველთა ლაშქარს თვლიდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთ გადამწყვეტ ბრძოლასთან ჰქონდა საქმე. თურქთა წინააღმდეგ მართლაც მხოლოდ რჩეული, უკვე ყოველმხრივ მისანდობ ყივჩაყთა გამოყვანა თუ შეიძლებოდა.[11]

დიდგორის ბრძოლა.

ამგვარად ქართველმა მოლაშქრეებმა,დავით აღმაშენებელმა,1121 წლის 12 აგვისტოს მუსლიმურ კოალიციურ ჯარებთან გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მიიღეს.დიდგორთან გამარჯვებას ფართომაშტაბის საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა.მემატიანეებმა ამ გამარჯვებას ''ძლევაი საკვირველი'' უწოდეს.
 კოალიციური ლაშქრის რაოდენობის შესახებ  სხვადასხვა ისტორიკოსთა ციფრობრივი მონაცემები გვხვდებდა.ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა,რომ მტრის ლაშქარი დიდგორის ბრძოლისას 300 000 მეომრისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი.
 რამდენი მოლაშქრე გამოიყვანა დავით აღმაშენებელმა?გოტიეს ცნობით დავით აღმაშენებელი 80 000 მხედრით გავიდა საბრძოლველად.ეს მონაცემები გაზვიადებულია უფრო დასაჯერებელია მატთეოს ურჰაეცის ცნობა,რომლის მიხედვითაც დავით ათმაშენებელს ბრძოლის ველზე გამოუყვანია 55 600 მოლაშქრე.აქედან 40 000 ქართველი,15 000 ყივჩაღი, 500 ალანი,100 ევროპელი მეომარი.,როგორც ხედავთ უმრავლესობა (ორ მესამედზე მეტია)შემთხვევითი არ არის,რომ გადამწყვეტ მომენტში ქართული ლაშქრის ძირითად ძალას ქართველები წამოადგენდნენ...

Tuesday, February 7, 2017

დავით აღმაშენებელი :ბიოგრაფია და კულტურა

                                 ბიოგრაფია და კულტურა 

წარსული წარსულში არ კვდება. შეუვალი კანონის ნებით წნაპრებისგან შთამომავლობას გადაეცემა განუწყვეტელი ერთიანობის განცდა დსმივე დროს თავის თავში რომ იქცევს.
   სწორედ დავით აღმაშენებელთან დაკავშირებით წერდა ილია ჭავჭავაძე : ,, არ ვიცი სხვა როგორ ფიქრობს მაგრამ ჩვენ კი ასე გვგონია რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება როცა ერტი თავის საუბედუროდ თავის ისტორიას დაივიწყებს’’
1089 წელს გიორგი მეორემ საქართველოს სამეფო ტახტი დაულოცა თავის მემკვიდრეს 16 წლის დავითს არაერთი მოსაზრება გამოუთქვამთ ამ ფაქტის გარშემო არაერთგზის  აუწონ დაუწონიათ ამ გადაწყვეტილების საიდუმლო მწერლობასა და ისტორიულ მეცნიერებაში იგი მუდამ ,,განჩხრეკის’’ საგანი გახლდათ ყოველ მოსაზრებას თავისი საფუძველი აქვს მატი შეჯერება შეფასება სხვა რიგის საკითხია მაგრამ ამ მოსაზრებებისაგან წაქეზებულმა შეიძლება ერთი ვარაუდი გააღრმავო’’ მეფე გიორგიმ და პროგრესულმა ადამიანებმა მთელი არსებით იგრძნეს რომ საქართველოს მომავლის ასაშენებლად საჭირო იყო სულ სხვა წყობის პიროვნება ისიც აშკარად დაინახეს რმო ეს პიროვნება მათ წინაშე იდგა. იდგა, თითქოს საგანგებოდ მოვლენილი მათ უფლისწულში შენიშნეს თვისებები რომელთა წინაშეგიორგი მეფის ღირსებები ფერმკრთალდებოდა.

 
როგორც ვხედავთ დავით ბაგრატიონი ურთულეს დროს ავიდა ტახტზე ძნელად წარმოსადგენია უარესი მდგომარეობა : სამეფო თითქმის აღარ არსებობდა ხალხი გაუჟლეტიათ გადარჩენილები მთებსა და ღრეებში გახიზნულან ფაქტობრივად დავით მეფე ნანგრევებიდან იწყებდა ქვეყნის შენებას.    ქართულ ისტორიოგრაფიაში ფეხმოდებულია შეხედულება  თითქოს დავით აღმაშენებელს ერთგვარად გაუიოლა მდგომარეობა მალიქ შაჰის სიკვდილმა და ანტიოქიისა და იერუსალიმსი არებამ ფრანგების მიერ ცხადია საერთაშორისო მდგომარეობა მოქმედებს ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკიურ ცხოვრებაზე ან უმსუბუქებს ტვირთს მაგრამ ჩვენთვის კარგად არის ცნობილი თურქ სელჩუკების შემოსვლა დაბანაკება და დაჟინებული მიწყდომა საქართველოზე
    ტახტზე ასვლისთანავე დავითი შეუდგა თავისი მიზნების განხორციელებას მან შესანიშნავად იცოდა როგორ დაეწყო მისი მეფობის დასაწყისი ფაქტობრივად დიდი ხელოვნება იყო ქვეყნის მდგომარეობა კარნახობდა უმალ მოეკრიბა ლაშქარი დატაკებოდა მტერს ეღვარა სისხლი მაგრამ დიდი პროგრამა მოითხოვდა და პოულობდა კიდეც მისი განხორციელების უჭკვიანეს ჩანაფიქრს.
ვახუშტი ბაგრატიონი საგანგებოდ მიუთითებს ,, ხოლო მეფესა დავითს ამისთვისა ეწოდა აღმაშენებელი რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ იყო ქუეყანათა ესე სრულიად ოხერი ამან განავსნა და აღაშენა რომელ აღარა ეტეოდა ამით რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღვთისა გლახაკთ და ობოლთა მოწყალე ეკლესიათა და ქსენონთა მაშენებელი.
      გელათის მონასტერში ფრესკაზე დავით მეფეს ცალ ხელში ტაძრის მაკეტი უჭირავს ასე გამოხატა მადლოერმა ერმა თავისი უდიდესი მეფე მან ხაზი გაუსვა თით დავითის მოღვაწეობაში უმთავრესს მშვიდობის წყურვილს და ღმერთის სადიდებელი ტაძრების შენების მიზანს. მეფემ ქუთაისის ახლოს ააგო გელათი  გადმოცემით იგი უზარმაზარ ლოდებს ერკინებოდა ეს დიდი შრომა ლეგენდებად შემორჩა შთმმომავლობას. გელათში დაფუძნდა აკადემია რომელიც მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის სულიერი ენერგიის მთლიანად გამონათებას და მსოფლიო ცივილიზაციისუძელეს წერტილებთნ არამარტო გათნაბრებას არამედ გადამეტებასაც კი!  უცხოეთშიც ასევე აშენებულა მონასტრები  სინასმთაზე ახალი მონასტერი აღიმართა დავითის დროს დავითისვე ხელმძღვანელობით
 გელათის აშენებაში ჩდებული დიდი აზრი გარკვევითაა გამოკვეთილი იმ სისტემატიურ ზრუნვაში რაზეც მიგვითითებს ივანე ჯავახიშვილი უცხოეთში აშენებული ქართული კულტურის კერები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღმშენებლობით და კულტურული მისიის გაძლიერების აუცილებელ მიზნებს იგი ერის მიზანია.
   დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გასაძლიერებლად პოლიტიკური ქორწინებებიც გამოიყენა მისი ერთი ასული კატაი საბერძნეთის მეფის  რძლად გვევლინება მეორე თამარი კი შარვანის დედოფლად იჯდა ერთი დასავლეთს აკავშირებდა საქართველოს ბედთან მტკიცედ მეორე კი აღმოსავლეთში  განამტკიცებდა პოზიციებს. დავითი მუდამ ითალისწინებდა საქართველოს გეოგრაფიულ პოზიციებს რაც მას ისტორიულ და პოლიტიკურ პოზიციად ექცა ამავ დროს ორივე მხრიდან შეიქმნა დასაყრდენი თავად დავითს ყივჩაღთა მეფის ათრაღას ასული ესვა ცოლად ცხადია ეს ქორწინებაც პოლიტიკურ არს გულისხმობდა
უფლისწული დემეტრე კი მამის დიად საქმეებს ემსახურება მას შეუძ₾ია დამოუკიდებლად მართოს ოპერაციები  უფლისწულის აღზრდის კულტურა შორეული წარსულიდან წამოიჭრება მას ბავშვობიდანვე საგანგებოდ ამზადებდნენ ძლევამოსილ მეფეს ერთი წამითაც არ დავიწყნია რომ საქართველოს მომავალს ზრდიდა დემეტრეს სახით. ყოველ მის ნაბიჯს ადევნებდა თვალს  ორმოცი წლისას უკვე იმდენად მოწიფული ვაჟი ჰყავდა რომ მას ანდო გამგზავრება შარვანში სადაც მან დიდ გამარჯვებას მიაღწია.
       დავით  აღმაშენებელს  თავისი  თავი  „უსწავლელ“, და „მხედრობათა შინა აღზრდილ“ კაცად მიაჩნდა, თუმცა სინამდვილეში იგი ნასწავლი და განათლებული ადამიანი იყო;  მეფე სხვა საერო მეცნიერებებთან ერთად, ვარსკვლავთ-მრიცხველობის მცოდნე ყოფილა. ერთს თავის თხზულებაში დიდებული გვირგვინოსანი ამბობს: „ზენასა მოძრაობისა ასურასტანელი ზმნობა და ცთომილთა ვარსკვლავთა და უცთომელთა კრება და განყრა, სვე და ბედი და შობის დღე“ ვიციო.

       იგი მთელს თავის თავისუფალს დროს სიკვდილამდე წიგნების კითხვას და გონებრივ მუშაობას ანდომებდა. კითხვა ფიქრი იყო „მისსა საზრდელ შვება და განცხრომა, საწვრთნელ და სარგებელ“. დიდებულ მეფისათვის წიგნები აუცილებელი სულიერი საზრდო იყო; „შემდგომად სერობისა ნაცვლად ძილისა ანუ სხვასა რასამე საქმისა“ ჩვეულებად ჰქონდა „კითხვა წიგნთა“; ამასთანავე წიგნები ყველგან თან დაჰქონდა ხოლმე „დღე და ღამე მიმოსვლათა შინა მიმდებთა, ლაშქრობათა მოუწყენელთა, შრომათა განუსვენებელთა წიგნები ეტვირთა სიმრავლესა ჯორთა და აქლემთასა და, სადა გარდახდის ჰონესა, პირველ ყოვლისა წიგნი მოჰქონდათ ხელითა“. ნადირობის დროსაც - კი საკითხავი წიგნები თან ჰქონია. 
      არამცთუ ქართული საერო მწერლობა, არამედ მან „საღმრთონი წერილნი“-ც... „მდიდრად შეიკრიბა რაოდენნი იპოვა გარდამოღებულად ენასა ქართულსა სხვათა ენათაგან ძველნი და ახალნი ვითარცა სხვამან პტოლემეოს“ და სტკბებოდა მათის კითხვით. გასაოცარი ეს არის, რომ დავით აღმაშენებელს საუცხოვოდ შესწავლილი ჰქონია მარტო ქართული მწერლობა კი არა, არამედ მაჰმადიან მეცნიერთა და პოეტების თხზულებებიც.
დავით აღმაშენებელს ჩვეულებად ჰქონია, წიგნს რომ წასაკითხავად აიღებდა თურმე, „რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასვის ბოლოსა წიგნისასა“ და ამ ნიშნების მიხედვით შეიძლებოდა ადამიანს გამოერკვია ან რომელი წიგნი, ან რამდენჯერ ჰქონდა წაკითხული. ზოგიერთი თხზულება, რომელიც უფრო საგულისხმიეროდ მიაჩნდა, თურმე რამდენჯერმე ჰქონია გადაკითხული და შესწავლილი. დავითის ისტორიკოსი მოგვითხრობს რომ მეფის ერთ-ერთი საყვარელი წიგნი „წიგნი სამოციქულო“ იყო და მას, ისტორიკოსს, ამ წიგნის ბოლოში დასმული ნიშნები ერთხელ დაუთვლია და გამორკვეულა, რომ „მოქცევასა წელიწადისა“, ერთს წელიწადში მეფეს ეს თხზულება თურმე „ოცდაოთხჯერ წაეკითხა“. როდესაც  თვითონ დაიღლებოდა და „თვალნი დაშურნიან, სასმენელნი ანაცვალნის“ და სხვას გადასცემდა ხოლმე ხმა-მაღლა წასაკითხავად.

      საგულისხმიეროა, დავით აღმაშენებელი წიგნების კითხვას გასართობად - კი არა სთვლიდა, არამედ წანაკითხს უფიქრდებოდა და აკვირდებოდა, ხოლო როდესაც სხვას აკითხებდა ხოლმე, მაშინ „ფრიადცა ფრთხილად ისმენენ წინაშე თვისსა მკითხველისასა, გამოეძიებდენ, ჰკითხვენ და უფროს-ღა თვით განმარტებენ ძალსა დ სიღრმესა“ წაკითხულისასა; საუბარი და კამათი, მსჯელობა და განმარტება თან სდევდა მეფის ამ მაღალს გონებრივს სამუშაოს.
    ქართველი მეომარნი დავით აღმაშენებელს „ფრიად აბრალებდეს“ რომ მეფეს ასე თავდავიწყებამდე უყვარდა წიგნების კითხვა და მუდამ კითხვით იყო გართული, მაგრამ მის მაბრალობელთ ვერ გაეგოთ დიდებული მეფის გულის წადიერებანი და მაღალის სულის კრთომანი. ჩვენს გვირგვინოსანს განსაკუთრებით საისტორიო თხზულებების  კითხვა ჰყვარებია, რომლებშიაც „გარდასულთა საქმეთა და პირველყოფილთა მეფეთა შემთხვეულნი“ ამბები იყო მოთხრობილი. ამ საისტორიო თხზულებებში 

 დავით აღმაშენებლის პიროვნების შესაფასებლად მნიშვნელოვანია მისი ტოლერანტობა როგორც სხვა ეთნოსების, ისე რელიგიების მიმართ. XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოში დავით აღმაშენებელი თავის რელიგიურ პოლიტიკაში ატარებდა სარწმუნოებათა თავისუფლებისრჯულთშემწყნარებლობის პრინციპს, რაც იმ დროისათვის მეტად უჩვეულო მოვლენა იყო. ქართველი ისტორიკოსებისაგან განსხვავბით, თითქმის ყველა უცხოელი ისტორიკოსი, რომელიც იმ პერიოდის საქართველოს შეეხო, არ დარჩენილა გულგრილი ქართველ მეფეთა ტოლერანტობისადმი და საგანგებო მინიშნებებით დაახასიათა იგი. დავითი მკაცრად იცავდა მაჰმადიან ქვეშევრდომთა რწმენას და მისი შეურაცხყოფის უფლებას არავის აძლევდა. მუსლიმანთა უფლებები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო ეკონომიკურ და ფინანსურ დარგებშიც.

არაბი ისტორიკოსისიბნ-ალ-ჯაუზის ცნობით, დავით მეფე თავის შვილთან დემეტრესთან ერთად პარასკევობით მეჩეთში დადიოდა, ლოცვას ესწრებოდა და წასვლისას დიდძალ ფულს სწირავდა. დავით აღმაშენებელმა მქადაგებლებს, სუფიებსა და ასკეტებს სასახლეები აუშენა. თუკი მაჰმადიანი თბილისიდან წასვლას დააპირებდა, მას სამგზავრო ფული ეძლეოდა. იბნ-ალ-ჯაუზი დაასკვნის, რომ საქართველოს მეფეებიმაჰმადიანებს უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობოდნენ, ვიდრე თვით მუსლიმანთა ხელმწიფენი“

1125 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 24 იანვარს), ორმოცდაცამეტი წლის ასაკში, გარდაიცვალა საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელი. მემატიანის გადმოცემითმეფეს დიდხანს არ უავადმყოფია. 1124 წლის შემოდგომაზე მან შირვანი შემოიმტკიცა და იქაური საქმეები განაგო. ზამთარი საქართველოში გაატარა, სადაც უეცრად შეუძლოდ შეიქნა და გარდაიცვალა
მეფემ გარდაცვალების წინ მიიღო საოცარი გადაწყვეტილებამან ანდერძად დატოვა, რომ გელათის მონასტრის მთავარ კარიბჭეში დაეკრძალათ, რათა ყველა მომლოცველს მის საფლავზე დაედგა ფეხი. საფლავის ქვა ტაძრის (ამჟამად ეს შესასვლელი გაუქმებულია, ვინაიდან მონასტერში მისასვლელი გზა სხვა მხრიდანაა მოწყობილი) შესასვლელში ისეა დადებული, რომ ყველა შემსვლელი იძულებულია მასზე გაიაროს. ლოდს მხოლოდ ერთი წარწერა ამშვენებს — „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე; ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე“. დავითის წმინდანად შერაცხვის შემდეგ მისი ნაწილები მთავარი ტაძრის საკურთხეველში უნდა გადაესვენებინათ